ვფიქრობთ, Deutsche Bank-ის მიერ ქართულ ბანკებთან საკორესპონდენტო თანამშრომლობის შეჩერება დროებითი გადაწყვეტილებაა – სებ

ვფიქრობთ, Deutsche Bank-ის მიერ ქართულ ბანკებთან საკორესპონდენტო თანამშრომლობის შეჩერება დროებითი გადაწყვეტილებაა – სებ

საქართველოს ეროვნულ ბანკში იმედოვნებენ, რომ გერმანული Deutsche Bank-ის მიერ ქართულ ბანკებთან საკორესპონდენტო თანამშრომლობის შეჩერება დროებითი გადაწყვეტილებაა და ბანკი ქართული საფინანსო სექტორისთვის საერთაშორისო გადარიცხვებში შუამავლის როლს მომავალში კვლავ შეასრულებს.

Deutsche Bank-მა ქართულ ბანკებთან საკორესპონდენტო ანგარიშები 2022 წლის დეკემბერში დახურა, აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკის სტრატეგიით იყო განპირობებული, რაც საკორესპონდენტო შუამავლობის მიმართულებით საქმიანობის შეკვეცას უკავშირდებოდა. საქმე ისაა, რომ Deutsche Bank-მა ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, როდესაც 2019 წელს შეწყვიტეს თანამშრომლობა მალტის ბანკებთან, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო 2019 წელსვე მოლდოვას, ესტონეთისა და ლატვიის ბანკების მიმართაც. 2022 წელს კი Deutsche Bank-მა რეგიონის ქვეყნებიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ ქართულ ბანკებთან საკორესპონდენტო თანამშრომლობას აგრძელებენ Citi, JP Morgan-ი, Commerzbank-ი, UniCredit-ი და სხვა გლობალური ბანკები.

“საკორესპონდენტო ქსელი დინამიკურია, პერიოდულად ემატება ან აკლდება კონტრაგენტი ბანკები. ასეთი გადაწყვეტილებები კომერციული მოტივებით არის ხოლმე განპირობებული, ბანკები როგორც წესი მოსალოდნელი შემოსავლის და ხარჯების/რისკების გათვალისწინებით მოქმედებენ. მიუხედავად 2022 წლის დეკემბერში Deutsche Bank-ის საკორესპონდენტო ანგარიშის დახურვისა ქართულ ბანკებს საკორესპონდენტო ურთიერთობები აქვთ სხვა მსხვილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

მიმდინარე ეტაპზე ქართულ ბანკებს საკორესპონდენტო ურთიერთობები აქვთ არაერთ ამერიკულ და ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის არიან JP Morgan, Citibank, Raiffeisenbank, Commerzbank, Société Générale, UniCredit და სხვა. ჩვენი საბანკო სექტორის რეგიონული მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც ამიერკავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში სერვისების სტაბილურ გაფართოებას უკავშირდება, ქართულ ბანკებთან საქმიანი ურთიერთობა არა მხოლოდ საქართველოს მზარდი ეკონომიკის მომსახურებას ნიშნავს, არამედ წვდომას რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებზე. ამ მხრივ, საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბის მნიშვნელობა, განუხრელად გაიზრდება.

რაც შეეხება Deutsche Bank-ის გასვლას რეგიონიდან, ეს იყო ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება. საქართველოს საბანკო სექტორს აქვს ხანგრძლივი საკორესპონდენტო ურთიერთობის გამოცდილება დოიჩე ბანკთან. ვფიქრობთ, რომ მათი მხრიდან საქართველოს ბაზრიდან გასვლა დროებითი გადაწყვეტილებაა და მომავალში, შესაძლოა, კვლავ გადაიხედოს მათი პოლიტიკა საქართველოსთან საკორესპონდენტო ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის პასუხში.

BMG-იმ ანალოგიური კითხვებით Deutsche Bank-საც მიმართა, თუმცა ჯერჯერობით გერმანულ ფინანსურ ინსტიტუტს კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…